მოტოციკლმა კაცი გაიტანა – მძღოლიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს – geonewest.com
ახალი ამბები

მოტოციკლმა კაცი გაიტანა – მძღოლიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Back to top button