სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში – ნასვამმა კაცმა 40 წლის მეზობელი ნაჯახით დაჭრა – geonewest.com
ახალი ამბები

სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში – ნასვამმა კაცმა 40 წლის მეზობელი ნაჯახით დაჭრა

თბილისის ცენტრში 40 წლის კაცი ნაჯახით დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილოებები კიდურებზე აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

თავდასხმაში ბრალდებული, 51 წლის მამაკაცი პოლციამ ცოტახნის წინ დააკვა. მას გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება.

დაპირისპირება ნაჯახით მეზობლებს შორის საბურთალოზე, კვერნაძის ქუჩაზე სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. მძიმე დანაშაულის მოტივად მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

როგორც მეზობლები ამბობენ, ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

Back to top button