ახალი ამბები

“მარცხი შემთხვევითი არ ყოფილა”- რას წერს მიხეილ ცაგარელი ილია თოფურიას მარცხზე

UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიას დრამატულ მარცხს ჯასტინ გეიჯისთან, ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „იმედის დილაში“ გამოეხმაურა.

ასტროლოგის განცხადებით, მერწყულის ნიშნით დაბადებული ქართველი ჩემპიონის მარცხი შემთხვევითი არ ყოფილა და პირდაპირ უკავშირდება იმ რთულ კოსმოსურ მოვლენებს, რომლებსაც ახლა დედამიწა გადის.

„ამ ნიშნისთვის ახლა მთავარი პრობლემა პირადი ურთიერთობაა. მთავარია აქ არ იყოს სირთულე, რადგან შესაძლოა ამან ფსიქოლოგიურად სრულად მოშალოს ადამიანი. თავად ილია ისე ჯანზეა, იღბლიანია, მაგრამ კოსმოსური ფონი ძალიან მძიმეა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ახალმთვარეობაზე ბრძოლას საერთოდ არ დავნიშნავდი. ამ დროს საგრძნობლად იმატებს ტრავმულობის რისკი და ამ პერიოდში მიღებულმა ტრავმამ ის შესაძლოა დიდხანს გააწვალოს“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

ქართველი და ამერიკელი მებრძოლები ერთმანეთს თეთრ სახლში მოწყობილ ოქტაგონზე დაუპირისპირდნენ.

ღონისძიება ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
წყარო: mix. metronome. ge

Back to top button