ახალი ამბები
ამ დილით დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის ბიჭი აღმოჩნდა – ვინ არის და რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა?
დღეს დილით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
გავრცელებეული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მას გაჩერება მოსთხოვეს და დაუმორჩილებლობის შემდეგ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეტა. შეეჯახების შედეგადაც 19 წლის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.