ყველა მე მადანაშაულებდა, შენი შვილების მკვლელი ხარო, მაგრამ არავის უკითხავს ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში” –რა კომენტარს აკეთებს ზუგდიდში დაღუპული ბავშვების დედა.
12 აგვისტოს ზუგდიდში, ტრაგედია დატრიალდა. გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ტყუპი ძმა – გიორგი და გაბრიელ გაბუნიები.
.
ბავშვებს, სავარაუდოდ, ტრაგედიის დროს ეძინათ. ამ დროს სახლში იმყოფებოდა კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომელებმაც შეძლეს და ხანძარს თავი დააღწიეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები დედასთან და მამობილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს ტრაგიკულად დაღუპული ტყუპების დედა.
ყველა მე მადანაშაულებდა შენი შვილების მკვლელი შენ ხარო, მაგრამ არავის უკითხავს ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში. ამბობდნენ, მეზობლები ვეხმარებოდითო, ბავშვები მათხოვრობდნენო. ჩემს შვილებს არასოდეს უმათხოვრიათ. კვირაში სამჯერ მამოწმებდა სოციალური სამსახური. ჩემს შვილებს საჭმელი რომ ჰკლებოდათ, ვინ დამიტოვებდა ბავშვებს. დამრჩა ორი ანგელოზი, ღია ცის ქვეშ დავრჩით” – ამბობს ის “ფორმულასთან” ინტერვიუში.