“ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან” – 5 ნივთი, რომლებიც ყველა ოჯახშია და გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნდა გადააგდოთ
“რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “ექიმებში” იმ ნივთებზე ისუაბრეს, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნდა გადავაგდოთ.
ეს ნივთებია: კბილის ჯაგრისი, სანელებლები, აბაზანის ღრუბელი, წამლები და გაბზარული ჭურჭელი.
“არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები.
სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.
თუ აბაზანის ღრუბელი ერთ თვეზე მეტი პერიოდი ვიხმარეთ, მას საფუძვლიანად ვერ გავრეცხავთ. მას ემატება ნესტი, ნესტში ხშირად მრავლდება სოკო და ბაქტერიები. შეიძლება ადამიანს შეეჭრას ინფექცია და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.
სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ გაბზარული ჭურჭელი. რეცხვის დროს ბზარის ადგილას აუცილებლად ჩაჯდება ბაქტერია“, – აღნიშნა რატიანმა.