(ვიდეო) მდინარე ამაზონის ყველაზე დიდი გველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს! ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ნუ უყურებთ  – geonewest.com
ვიდეოსაინტერესო

(ვიდეო) მდინარე ამაზონის ყველაზე დიდი გველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს! ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ნუ უყურებთ 

საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში უდიდესი გველის, მწვანე ანაკონდის ახალი სახეობა აღმოაჩინა, რომლის თავიც ადამიანის თავის ზომისაა, სიგრძეში 8 მეტრამდე იზრდება, წონით კი შეიძლება, 250 კილოგრამსაც მიაღწიოს.

ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა ექსპედიციის წევრმა, ნიდერლანდელმა ტელეწამყვანმა და ბიოლოგმა ფრიიკ ფონკმა.

ფონკის თქმით, ახალი სახეობის ყველაზე დიდ წარმომადგენელს ამაზონის ჯუნგლებში გადააწყდნენ.

ტელეწამყვანმა მდინარეში დაუყოვნებლივ ჩაყვინთა და გიგანტური ზომის გველთან ახლოს გაცურა, რაც ოპერატორმაც გადაიღო.

მწვანე ანაკონდის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი და მასზე არაერთი მხატვრული ფილმიც გადაიღეს, თუმცა, როგორც ფონკი ამბობს, ახალი სახეობა უკვე არსებულისგან რადიკალურად განსხვავდება.

„მწვანე ანაკონდის ახალი სახეობა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ რეგიონშია გავრცელებული (მათ შორის, სურინამეში, ვენესუელასა და ფრანგულ გვიანაში), როგორც ჩანს, სრულიად განსხვავებული სახეობისაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი ძალიან ჰგვანან უკვე ცნობილ მწვანე ანაკონდებს, ამ ორ სახეობას შორის გენეტიკური სხვაობა 5.5%-ია, რაც ძალიან დიდია. პერსპექტივაში რომ დავინახოთ, ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის გენეტიკური სხვაობა მხოლოდ 2%-ია“, — წერს ტელეწამყვანი და ბიოლოგი ინსტაგრამზე.

მეცნიერებმა გააანალიზეს ახალი სახეობის არაერთი წარმომადგენლის დნმ, შესაბამისი სამეცნიერო კვლევა კი რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო ჟურნალ Diversity-შიც გამოქვეყნდა.

ვიდეოზე აღბეჭდილი ახალი სახეობის ანაკონდა 200 კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე კი 8 მეტრამდეა.

ბიოლოგის თქმით, აღნიშნული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო ამაზონის ჯუნგლები ყოველწლიურად მცირდება. ამაზონის მეხუთედი უკვე გაკაფულია (ნიდერლანდებზე 30-ჯერ დიდი ტერიტორია) და პროცესი კვლავ გრძელდება, რაც საფრთხეს უქმნის ამაზონის ჯუნგლების უნიკალურ ფლორასა და ფაუნას.

Back to top button