ტესტი, რომელიც თქვენს ფსიქოლოგიურ ასაკს დაადგენს – რამდენ ლომს ხედავთ ნახატზე?
ცხოვრებაში ხშირად ხდება, როდესაც ადამიანს ხვდებით და მისი რეალური ასაკის გაგებისას, გაოცდებით. საუბრისას ხვდებით, რომ ის შეხედულებები და მსოფლმხედველობა სულაც არ შეესაბამება იმ ასაკს, რაც პირადობის მოწმობაშია მითითებული. მსგავსი ფაქტები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი ბევრად მეტია რეალურზე და სწორედ ამის გამოა, რომ ხშირად ახალგაზრდები ბრძნულ და საჭირო რჩევებს უზიარებენ სხვებს.
ფსიქოლოგიური ასაკის (შესაძლოა შინაგანი ასაკიც ვუწოდოთ) განსაზღვრა მარტივი არ არის და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცხოვრებისეული გამოცდილება, ცხოვრების წესი, საახლობლო წრე, მოვლენები, რომლებშიც უშუალოდ ვმონაწილეობთ და რომლებსაც გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე.
გთავაზობთ ტესტს, რომლის მეშვეობითაც თქვენ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკის განსაზღვრა შეგიძლიათ:
დააკვირდით სურათს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, და თქვით, რამდენ ლომს ხედავთ.
ახლა კი იპოვეთ შესაბამისი ციფრი და განმარტებების მიხედვით, გაიგეთ თქვენი შინაგანი ასაკი:
თუ ფოტოზე 1-დან 4-მდე ლომი დაინახეთ
თქვენ ახალგაზრდა სულისა და გულის პატრონი ხართ და ფსიქოლოგიური ასაკი 25-30 წელია. ყველაფერში დადებითსა და პოზიტიურს ხედავთ და თვლით, რომ ნებისმიერი სირთულე ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ნებისმიერ სიტუაციაში არასტანდარტული, მაგრამ ეფექტური გამოსავლის პოვნა შეგიძლიათ, პრობლემის გადასაჭრელად.
ზუსტი ასაკის განსაზღვრა არ გჭირდებათ, რადგან რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი დაგეხმარებათ, არასდროს დაკარგოთ ის ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა, რაც გეგმების განსახორციელებლად გჭირდებათ.
თუ ფოტოზე 4-დან 6-მდე ლომი დაინახეთ
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 30-40 წელია. ნაზი და მოსიყვარულე ადამიანი ხართ. მშვიდი და დაგეგმილი ცხოვრება მოგწონთ. თქვენთვის ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები პირველ ადგილზეა. აფასებთ მეგობრებს, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს.
მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. თქვენი სხეული და სული სრულ ჰარმონიაშია. ეს არის საუკეთესო ასაკი, როდესაც ბედნიერებას ყველაფრისგან გრძნობთ, რაც თქვენ გარშემო ხდება.
თუ ფოტოზე 6-დან 10-მდე ლომი იპოვნეთ
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 40 წელზე მეტია. ამ მაჩვენებლით თქვენ უკვე აღარ ინტერესდებით ცხოვრებისეული სიბრძნით, წესრიგი და კომფორტი გიყვართ. მკაფიოდ გაქვთ შედგენილი გეგმა და მას მიჰყვებით, პატარა წვრილმანებზე კი ზედმეტ დროს აღარ ხარჯავთ. პუნქტუალური ადამიანი ხართ და ლოდინს არ ხართ მიჩვეული. ყოველთვის ასრულებთ საკუთარ სიტყვას და სხვისგანაც იმავეს ითხოვთ.
აფასებთ საკუთარ დროს და ფუჭად დახარჯვას არ ხართ მიჩვეულნი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასვენება არ შეგიძლიათ. ყოველთვის ამჯობინებთ, რომ თავისუფალი დრო აქტიურად და სასარგებლოდ გაატაროთ. ეს კი გმატებთ ენერგიასა და პროდუქტიულობას, რაც თქვენს წარმატებულ ნაბიჯებზეც აისახება.
თუ ფოტოზე 10-დან 12-მდე ლომს ნახავთ
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25 წელზე ნაკლებია. გულწრფელი და მეგობრული ადამიანი ხართ. იდეებით სავსე ისე, რომ ზოგჯერ ამ ნაკადის შეჩერება შეუძლებელია. ხანდახან დაუცველნი ხართ. სიყვარულის გჯერათ და თუ ერთხელ შეგიყვარდათ, ეს სამუდამო ურთიერთობა იქნება. აფასებთ ერთგულებასა და გულწრფელობას.
მახვილი გონება გაქვთ. თუ ადამიანებმა გაწყენინეს, თუნდაც სიტყვით, დიდხანს არ იმახსოვრებთ ამ წყენას. ყველა მარცხი თუ წარუმატებლობა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აგყავთ, განიხილავთ, როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ეს პიროვნების ჩამოყალიბებაში გეხმარებათ.