“ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო…” – ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი – geonewest.com
საზოგადოება

“ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო…” – ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი

“ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო…” – ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?

მსა­ხი­ობ ჯაბა კი­ლა­ძე წლე­ბის წინ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალ თამ­თა ჭე­ლი­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მათი სა­ერ­თო კლი­პი კი, რო­მელ­შიც ლო­გი­ნის სცე­ნა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დელ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე თა­მამ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ო­და. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ბავ­შვის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბა თამ­თას­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა, შემ­დეგ იყო პრობ­ლე­მე­ბი და ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მომ­ღე­რა­ლი უკვე მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და. თამ­თა­სა და ჯა­ბას სა­ერ­თო შვი­ლი – ლიზა ჰყავთ. ჯა­ბამ მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა, თამ­თამ კი თე­ატ­რი და­ტო­ვა, აღარც მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შედ­გა და ხან­გრძლივ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. .

წლე­ბის შემ­დეგ ჯაბა კი­ლა­ძემ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა­სა და იმ მი­ზე­ზებ­ზე, რა­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა:

“ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა სხვა რამ იყო. დღემ­დე რა­ტომ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან? იმი­ტომ რომ პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ მივ­ხვდით, რომ ეს ორი ელე­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ ეწყო­ბო­და – გა­მუდ­მე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი იყო. რო­გორ ჯო­ბია, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­დოს ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მოა, თუ მშვიდ გა­რე­მო­ში, რო­მელ­მაც იცის, რომ დე­დაც ჰყავს, მა­მაც ჰყავს, ერ­თმა­ნეთ­ში პრობ­ლე­მა არ აქვთ, უბ­რა­ლოდ ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ.

თუმ­ცა მა­შინ მა­ინც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა იყო – სი­ტყვა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა, ძა­ლი­ან ძა­ბავს ადა­მი­ა­ნებს. ადა­მი­ა­ნი რა­ტომ უნდა აწა­მო, თუ ერ­თად ვერ ცხოვ­რო­ბენ. ეს არაფ­რის დან­გრე­ვა არ არის, ეს არის პი­რი­ქით თა­ვის შვე­ლა.

მე და თამ­თაც არც კი გვი­ჩხუ­ბია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ვი­და ამ დას­კვნამ­დე. როცა ამო­ი­წუ­რა ერ ერთი რა­ღაც, მერე მე­ო­რე, ამას ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ ამო­წუ­რავ” – აღ­ნიშ­ნა კი­ლა­ძემ გა­და­ცე­მა “სხვა კი­თხვებ­ში” სა­უბ­რი­სას.

Back to top button