
აღდგომის ღამეს ახმეტაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გარდაცვლილი აჩიკო ჯაბანიშვილია. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა. ადგილობრივებია თქმით, აჩიკო ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
“სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ვის რას უშავებდა, რომ ამ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს და მომიკლეს. პირველი მე ვნახე. სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში და უკვე აღარ იყო. ვის რას უშლიდა ჩემი შვილი. მაგრამ ის ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, ბოლო 2 დღე სურათებს უღებდნენ და თურმე რა ჰქონიათ განზრახვა” – ამბობს გარდაცვლილის დედა.