“ნინომ აალებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო…” – რას ჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ქალბატონი ემსხვერპლა – geonewest.com
ახალი ამბები

“ნინომ აალებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო…” – რას ჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ქალბატონი ემსხვერპლა

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ კო­და­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი აალ­და და იქ მყო­ფი 50 წლამ­დე ქალი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვა. გარ­დაც­ვლი­ლი ნინო ეუ­აშ­ვი­ლია.

“რო­გორც ვი­ცით, და­ბა­დე­ბის დღი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ნინო და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. კო­დის გზა­ზე ერ­თმა­ნეთს ორი მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, ნინო ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში უკან იჯდა, შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ კარი ჩა­ი­კე­ტა, გად­მოს­ვლა ვერ მო­ას­წრო, მან­ქა­ნა აალ­და და ავ­ტო­მო­ბილ­ში და­იწ­ვა. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, დიდი ტრა­გე­დია. წინ ვინც იყ­ვნენ მა­თაც წუ­თით გად­მო­ას­წრეს გად­მოს­ვლა, გა­დარ­ჩნენ. ნინო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რიც გვი­ჭირს მას­ზე” – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია სამი პირი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

Back to top button