სახლი იწვოდა, თუმცა დასასრული შოკისმომგვრელი აღმოჩნდა – რა მოხდა?
კაცობრიობის ისტორია სავსეა რიგ განვითარებებით, პარანორმალური თუ უცნაური, ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი მოვლენებით. მაშასადამე, ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. დღევანდელ სტატიაშიც სწორედ ერთ-ერთ ასეთ უცნაურ მოვლენაზე მინდა მოგითხროდ.
Empey– ების ოჯახს Bonneville-დან დიდი ტრაგედიის გადატანა მოუხდათ. ერთ დღეს მათ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ბრუსი და მისი ვაჟი უმალ გამოცვივდნენ სახლიდან გარეთ და შეეცადნენ გარკვეოდნენ ხანძრის გამომწვევ მიზეზში, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან სახლიც და მის გარშემორტყმული ტყე სრულიად ცეცხლის ალში იყო გახვეული, იქიდან გაღწევა კი ადვილი არ იქნებოდა. სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ბრუსი საოჯახო ნივთებით ავტომობილის დატვირთვას შეუდგა. მალევე კი რაც მამა-შვილმა ცეცხლის ალში დაინახა, შოკისმომგვრელი იყო, ისინი ადგილზე გაქვავდნენ.
თვალებს ვერ უჯერებდნენ და ორივე დიდხანს აკვირდებოდა თუ როგორ მძვინვარებდა ცეცხლი, მის შუა გულში კი ადამიანის გამოსახულება მკაფიოდ მოჩანდა. ბევრი ფიქრი არ დაჭირვებიათ და მომხდარი და დანახული გადაიღეს. გამოსახულების დანახვიდან ძალიან მალე კი ცეცხლი თავისით განელდა და მათი სახლიდან წასასვლელი გზა ხსნილი გახდა. ფოტოზე გამოსახულ ადამიანს The Fireman’s Guardian-ი (ხანძრის ანგელოზი) უწოდეს და მალევე განათავსეს ინტერნეტშიც.
ინტერნეტის მომხმარებელის უმეტესობამ საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა ფოტოს ორიგინალობა როდესაც დამტკიცდა, ყველამ ჩათვალა რომ ეს მათი ოჯახის “მფარველი ანგელოზი” იყო, რომელმაც იხსნა სახლი დაწვისგან და თითოეული წევრიც უვნებელი დარჩა.