
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა- ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.