
პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში მოხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე 3 პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს (ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს) სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა.
“ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
დაშავებული მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნულია განცხადებაში.



