„14 წლის გურამი ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… შეუძლებელია ეს ყველაფერი” – უმძიმესი ინფორმაცია გარდაცვლილი პედაგოგისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ – geonewest.com
ახალი ამბები

„14 წლის გურამი ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… შეუძლებელია ეს ყველაფერი” – უმძიმესი ინფორმაცია გარდაცვლილი პედაგოგისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ

მოქალაქე ილია ღლონტი გჯუფში “დაიტოვე” დიდთოვლობის გამო დაზარალებულ ერთ-ერთი ოჯახის შესახებ წერს.

“14 წლის გურამი მამასთან ერთად ფეხით მიდის გარდაცვლილ დედასთან… კავშირზე ვართ გურამის მამასთან.

გზის გასაწმენდათ საჭირო იყო მძიმე ტექნიკა, რომლის მობილიზება დღეს ვერ მოხერხდა. ვმუშაობთ კერძო კომპანიებთან და გამგებობასთან, რომ ხვალ მაინც მძიმე ტექნიკით მოხერხდეს გზის გაწმენდა და გარდაცვლილის გამოსვენება…

შეუძლებელია ეს ყველაფერი…

განახლება: გამგეობისგან მივიღეთ პირობა, რომ ხვალ აიყვანენ ტრაქტორს. ასევე თქვეს რომ ინფორმაცია არ ქონდათ აღნიშნულ სიტუაციაზე, თორემ აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას”.

მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ ნი­ნი­ძე ავა­დმყოფობდა და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მიასვენეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ერ­თა­დერ­თი 14 წლის შვი­ლი ოზურ­გე­თის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში იყო ბე­ბოს­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად.

Back to top button