“სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო…”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – geonewest.com
ახალი ამბები

“სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო…”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. მოკლულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია… მოკლეს სასტიკად, გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო… შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?“,- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

Back to top button