
გადასარევია ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ
ყასბის ქალიშვილი
სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,
ყასაბი ჰყავდა მამა.
მამის ხელობა ესწავლა,
სულ ოცნებობდა ამას.
მოსწონდა, როცა საკლავი
ასხმარტალებდა ფეხებს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
რიდით მომზირალ გლეხებს.
მოსწონდა, სისხლის მდინარე
რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
მამის სისხლიან ხელებს.
მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,
ტანად მორჩილი, ჩია.
ვერ ერეოდა ნაჯახს და
ვერ მოკლა გულის ჭია.
ჰოდა, იფიქრა – ყასბობის
თუკი არ შემწევს ძალა,
სხვაგვარად დავაზიანებ –
ენას ვიხმარებ ხმალად…
სოფელში ახლა ლუპიტას
სუყველა იცნობს, როგორც
ბოროტი ენის პატრონს და
ყასბის მემკვიდრე გოგოს.
ცდილობს, სუყველა დაგესლოს
სოფლის მიღმა თუ მოღმა…
სამოციოდე კილოა
და სამოცივე – ბოღმა.
ანონიმი ესპანელი ავტორი