ახალი ამბები
ცნობილია – როდის გადმოასვენებენ სოსო ჯაჭვლიანს საქართველოში
8 თებერვალს მსახიობი, სპორტსმენი და პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში, მძიმე სენის გამო გარდაიცვალა.
“დაიჯესტთან” საუბრისას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობელმა განაცხადა, რომ გარდაცვლილს თურქეთიდან დღესვე გადმოასვენებენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს და ძირითადად თურქეთში მკურნალობდა, თუმცა დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა.
მის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მსახიობებიც.