კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაცია – geonewest.com
ახალი ამბები

კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაცია

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა – განცხადება ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა გააკეთა.

როგორც ლევან მუსელიანმა ადგილზე მყოფ მედიას განუცხადა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, 112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე.

მისივე თქმით, ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

Back to top button