
გგონიათ, რომ საჭმლის შესახებ ყველაფერი იცით? მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხშირად ვჭამთ, საკვების ექსპერტად ნამდვილად არ გვაქცევს.
ამაში დასარწმუნებლად კი შეგიძლიათ ამ 10 ფაქტს გადახედოთ.
1. ბანანი კენკრაა

ისევე, როგორც ბადრიჯანი. განმარტების მიხედვით, ხილი, რომელიც ერთი ყვავილის ერთი ნასკვიდან წარმოიშობა და თესლებს შეიცავს, კენკრაა. ამ ორივე კრიტერიუმს ბადრიჯანი და ბანანი იდეალურად აკმაყოფილებს.
2. მარწყვი – არა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც მარწყვი და არც ჟოლო კენკროვნების ჯგუფს არ მიეკუთვნება.
3. ხორბლის კრეკერები ცოდვებისგან თავის ასარიდებლად შეიქმნა

მე-19 საუკუნეში მოსახლეობის ნაწილს მიაჩნდა, რომ ხორბლისგან დამზადებულ საკვებს სექსუალური ლტოლვის დათრგუნვა შეეძლო. ეს კრეკერებიც პირველად სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა
4. თაფლი თითქმის არასდროს ფუჭდება

იმისათვის, რომ თაფლი გაფუჭდეს, მასში ბაქტერიები და მიკროორგანიზმები უნდა გაიზარდონ. ამისთვის კი ნესტია საჭირო. თაფლი წყალს ძალიან მცირე დოზით შეიცავს, სწორედ ამიტომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება.
5. ანანასი არა ხეზე, არამედ ბუჩქზე იზრდება

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით.
6. თეთრი შოკოლადი შოკოლადი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი შოკოლადი კაკაოს კარაქისგან მზადდება, ის არ შეიცავს კაკაოს მყარ ნივთიერებას და შესაბამისად მას შოკოლადს ვერ დავარქმევთ.
7. წითელი, მწვანე და ყვითელი წიწაკა სინამდვილეში ერთი და იგივე ბოსტნეულია

ისინი უბრალოდ დამწიფების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან.
8. კეტჩუპი დიდი ხნის განმალობაში სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა

კეტჩუპს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებისთვის იყენებდნენ.
9. მე-14 საუკუნეში აცტეკები და მაიას ცივილიზაციის წარმომადგენლები ფულის ერთეულად შოკოლადს იყენებდნენ

კაკაოს ხის მარცვლები მაშინ ძალიან იშვიათი რამ იყო.
10. ამერიკის მთავრობამ 1943 წელს დაჭრილი პურის გაყიდვა აკრძალა

მისი აკრძალვის მიზეზი პურის წარმოებისას ენერგიის და რესურსების დაზოგვა იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო და დაჭრილი პურის გაყიდვა მალევე გაგრძელდა.