6 მთავარი პროდუქტი ჰემოგლობინის ასამაღლებლად – geonewest.com
ჯანმრთელობა

6 მთავარი პროდუქტი ჰემოგლობინის ასამაღლებლად

არა მარტო ჰემოგლობინს რგებს, არამედ საუკეთესოა იმუნიტეტისთვის და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად 1. სტაფილოს წვენი – ყველაზე კარგი შედეგი აქვს, კვირაში 3-4 ჭიქას თუ მიიღებთ. ერთი ჭიქა წვენის მომზადებას დაახლოებით ნახევარი კილოგრამი სტაფილო სჭირდება.

2. მარწყვი – ბუნებრივია, უფრო ეფექტურია ცოცხალი ნაყოფი.

3. ჭარხალი – შეიძლება, რომ გახეხოთ ან წვენის სახით მოამზადოთ.

4. თაფლის, ნიგვზისა და შტოშისგან დამზადებული ნარევი – შესანიშნავია სისხლში ჰემოგლობინის მოსამატებლად. უნდა აურიოთ თანაბარი პროპორციებით.

5. ასკილი თაფლით – ასკილის ნაყენი, თაფლგარეული, არა მარტო ჰემოგლობინს რგებს, არამედ საუკეთესოა იმუნიტეტისთვის და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად.

6. დაბოლოს, პროდუქტები, რომლებიც სულ უნდა იყოს თქვენს რაციონში: წიწიბურა, ვაშლი, ჟოლო, ბროწეული, კვერცხი, საქონლის ხორცი. ეს უცვლელი პროდუქტები ყველაზე მეტად ჰემოგლობინის ამაღლებას ემსახურებიან.

Back to top button