“ეს იქნება დიდი შოკი….” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
წინასწარმჭვრეტელ ლელა კაკულიას “ფეისბუქი”-ს ოფიციალურ გვერდზე მისი კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც რუსეთის აგრესიასა და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხება:
„რუსეთს აუცილებლად გარიცხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე ვთქვათ, წონიანი, გავლენიანი ორგანიზაციებიდან!“ – ასე ბრძანა ქალბატონმა ლელამ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მისი საავტორო გაზეთის №66-ში გამოქვეყნდა და 2017 წელს გამოცემულ წიგნშიც შევიდა.
თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ქალბატონმა ლელამ კიდევ უფრო ადრე იწინასწარმეტყველა.
მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთს არ სურს მონაწილეობა „ნატოსა და მისი მორჩილი მიმდევრის“, ევროკავშირის საქმიანობაში, რომელიც ევროსაბჭოს „დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის პლატფორმად“ გარდაქმნას ემსახურება, და ამიტომ კრემლმა ევროსაბჭოს დატოვება განიზრახა.
გუშინ კი, 15 მარტს, მოსკოვმა პათეტიკურად განაცხადა, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვაო.
სინამდვილეში კი ეს ევროსაბჭომ გარიცხა თავისი რიგებიდან რუსეთი და შტაბბინის წინ აღმართული მისი სახელმწიფო დროშაც ოპერატიულად დაუშვა.
და ეს ყველაფერი არ არის: მოსკოვს კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიაბრძანებენ, როგორც ეს არაერთხელ იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წარსულში.
ქვემოთ ერთ ამონარიდს შეგახსენებთ – 13 წლის წინანდელს.
2009 წელი, 14 ივნისი
… რუსეთს საბოლოოდ აგრესორის სახელი ედება და ისინი ამას ვერ წაშლიან.ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მას, ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც. არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ.
ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის. რომელსაც უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: „მოლაპარაკებები“, „დიალოგი და მხოლოდ დიალოგი“ და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი, აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.
ევროპამ რუსების მიმართ სანქციები ბოლომდე არ გამოიყენა, როცა ეს უკანასკნელი საქართველოში შემოიჭრა. ჰოდა, იმის ხედვა, რასაც რუსეთი მომავალში მოუწყობს ევროპელებს და შესაბამისად, ევროპის პასუხიც, რომელიც რუსულ პოლიტიკას დიდ დარტყმას მიაყენებს, ძალიან მსიამოვნებს<…>.
და მთავარი: თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და ანგარიშს არ გაუწევს ევროპას, ვხედავ, მას ევროსაბჭოდან გამოაგდებენ; დიახ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ და გამოაგდებენ კიდეც.
ევროპა და ამერიკა ძალიან მალე დაიღლებიან რუსეთის კაპრიზებით. აი, მაშინ იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები.”