ცნობილია რა ვითარებაში დაიღუპა ცნობილი პედიატრი – “ვერც კი ვიაზრებ რა მოხდა, ასეთი კოშმარი ღამე არ მახსოვს” – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია რა ვითარებაში დაიღუპა ცნობილი პედიატრი – “ვერც კი ვიაზრებ რა მოხდა, ასეთი კოშმარი ღამე არ მახსოვს”

ავტოავარიას ქუთაისში ცნობილი პედიატრი მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

,,ვერც კი ვიაზრებ, რა მოხდა. ასეთი კოშმარი ღამე არ მახსოვს. ჯანმრთელი ადამიანი გადადის ქუჩაზე და ისეთი ძალით ეჯახება მანქანა… ვერ ვიჯერებ ასეთ მოულოდნელ გარდაცვალებას. მაიკო, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გაგიცანი თემურის ახლობლებში, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახის შვილი, მერე დავმეგობრდით, კოლეგები გავხდით… რით გავამხნევო შენი უმაგრესი დედიკო, ასე ძალიან რომ მიყვარს, ვერ ვუძლებ ამ უბედურებას, მაიკო,” – წერს სოციალურ ქსელში გულიკო ბენაშვილი.

Back to top button