ახალი ამბები

დაიღუპა მე-7 კლასელი მოსწავლე! როგორ მოხდა ტრაგედია? – “ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ…”

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.

“ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” – წერს სკოლის დირექტორი.

არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა.

“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, – წერენ სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალებით შეძრწუნებული ადამიანები.

წყარო: “გურია ნიუსი” 

Back to top button