მოსალოდნელია ყინვა, როდიდან დაიწყება ყინვები ნოემბერში. რას პროგნოზებენ სინოპტიკოსები. – geonewest.com
ახალი ამბები

მოსალოდნელია ყინვა, როდიდან დაიწყება ყინვები ნოემბერში. რას პროგნოზებენ სინოპტიკოსები.

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერთან შედარებით 5-8◦-ით ნაკლებია აღმოსავლეთ საქართველოში და 4-6◦-ით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კლიმატს საგრძნობლად არბილებს შავი ზღვის სიახლოვე. თვის საშუალო ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მერყეობს +10, +13◦, ქართლში, კახეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +5, +9◦, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +1, +6◦, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 2 გრადუს ყინვასა და 2 გრადუს სითბოს შორის.

ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30◦, მთაში +21, +26◦, მაღალმთიან რაიონებში +15, +20◦-ს აღწევს. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა ყველგან უარყოფითია. მისი მნიშვნელობა სუბტროპიკულ ზონაში -4, -9, შიდა ქართლში -18, -21, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში -20, -25, ქვემო ქართლსა და კახეთში -8, -12, მთიან ზონაში -10, -15 გრადუსია. სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ 3 დღეს აღინიშნება. ქართლსა და კახეთში ყინვიანია 8-13 დღე.

ოქტომბერთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მცირდება. ამ თვეშიც ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლია, სადაც თვის განმავლობაში საშუალოდ 250-300 მმ ნალექი მოდის. ნოემბერში დასავლეთ

საქართველოში ყველაზე მცირე ნალექიანობით ზემო სვანეთი,  ზემო იმერეთი და რაჭა გამოირჩევა, სადაც ნალექების რაოდენობა 70-110 მმ-ს არ აღემატება. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ნოემბერში 130-230 მმ ნალექი მოდის.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექები 100 მმ-ის ფარგლებში მხოლოდ კავკასიონის მაღალმთიან  ნაწილში მოდის. სხვაგან მოსული ნალექების რაოდენობა 30-60 მმ-ს შეადგენს.

ნალექების დღეღამური მაქსიმუმი აჭარის სანაპირო ზოლში 140-190 მმ-ია, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტი ნალექი მოდის აჭარის სანაპირო ზოლში _ 140-190 მმ, კოლხეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლის დანარჩენ ნაწილში 60-130, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 30-90 მმ.

ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისაგან. ასე მაგალითად, აჭარის სანაპირო რაიონებში იგი შეიძლება აღწევდეს 500-600 მმ-ს წვიმიან და

15-20 მმ-ს გვალვიან წლებში. ქართლის ვაკეზე წვიმიან წლებში მოსული ნალექების რაოდენობა 100-200, გვალვიან წლებში 1-5 მმ-ია.

დასავლეთ საქართველო

შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +13◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +4, +1◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +22, +25◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

კოლხეთის დაბლობი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +11, +12◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის მესამე დეკადაში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +1, -2◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +22, +25◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +9◦(მაღალმთიან რაიონებში  +2, +4◦)რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -3, -6◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში -9, -12◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +20, +23◦- მდე,(მაღალმთიან რაიონებში  +15, +18◦-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

აღმოსავლეთ საქართველო

ქართლის ვაკე: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +6, +9◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით შიდა ქართლში -3, -6◦-მდე, ქვემო ქართლში  0, -3◦-მდე. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +19*, +22◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

გარე და შიდა კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +7, +8◦, რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  -1, -4◦-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +18, +21◦- მდე.

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია  +4, +6◦ (მაღალმთიან რაიონებში  +2, +3◦)  რაც ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით -6, -9◦-მდე (მაღალმთიან რაიონებში  -14, -17◦-მდე), თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +15, +18◦- მდე (მაღალმთიან რაიონებში +12, +15◦-მდე).

ნალექების რაოდენობა მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

Back to top button