დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის აკრძალული ავტომობილებისთვის გადაადგილება? – geonewest.com
ახალი ამბები

დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის აკრძალული ავტომობილებისთვის გადაადგილება?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს, რომ დიდთოვლობის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია.

“თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ხახმატი-შატილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ53-კმ65 (კორშა-ხახმატი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Back to top button