თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა – “სახლში იყო, როცა შეტევა დაეწყო” – geonewest.com
ახალი ამბები

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა – “სახლში იყო, როცა შეტევა დაეწყო”

თე­ლავ­ში ორ­სუ­ლი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით 44 წლის ქალი 8 თვის ორ­სუ­ლი იყო და თე­ლა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბო ფიქ­რო­ბენ, რომ მი­ზე­ზი სის­ხლძარ­ღვებ­ში წარ­მოქ­მნი­ლი თრომ­ბი გახ­და, რად­გან ქალი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით მკურ­ნა­ლობ­და ის და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და..

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი ქალი 44 წლის მაკა ასა­ბაშ­ვი­ლია.

“ბოლო პე­რი­ოდ­ში მკურ­ნა­ლობ­და კი­დეც, თუმ­ცა თრომ­ბი მა­ინც გან­ვი­თარ­და. სახ­ლში იყო და შე­ტე­ვა სწო­რედ იმ დროს და­ე­წყო” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

შემ­თხვე­ვის დროს სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ექი­მებს ქალი და უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ასე­ვე ნა­ყო­ფის გა­დარ­ჩე­ნაც ვერ მო­ხერ­ხდა.

კლი­ნი­კა­ში კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

წყარო : Ambebi.ge

Back to top button