მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება – geonewest.com
ახალი ამბები

მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

  • სუს-ის პრეს-სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

“ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი დღეს დი­ლით სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილს თან ჰქონ­და და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გვერ­დი­თა სა­ვარ­ძელ­ზე იქნა ნა­ნა­ხი.

მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, – ავ­რცე­ლებს “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“.

რო­გორც “რუს­თა­ვი 2“ სუს-ის პრეს-სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, გარ­დაც­ვლი­ლი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ცხად­და.

“ეს იყო ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი და ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. პირ­ვე­ლა­დი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­კე­თა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია, და­იკ­ლო ათე­უ­ლო­ბით კი­ლოგ­რა­მი, ამის გამო ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც.

დი­ლით ადრე მო­ვი­და სამ­სა­ხურ­ში, რო­გორც ჩანს, აიღო ია­რა­ღი, გა­ვი­და სამ­სა­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და თა­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნის გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე და­ტო­ვა წე­რი­ლი,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button