ახალი ამბები
საშინელი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია – რა მოხდა იტალიაში?
იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის მამაკაცები და 34 წლის ქალი.
პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში ადგილობრივი მკვიდრი 27 წლის ახალგაზრდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ორი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული – სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.
შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე მოხდა.