
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბრმა ტყვიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ძველით ახალ წელს, სოფელ გუმათში მოხდა. შემთხვევით გავარდნილი ტყვია გეგი ხეცურიანს არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩევა ვერ მოხერხდა.
“გული მოგვიკლა გეგის ამბავმა. მოულოდნელი და შემზარავი ტრაგედიაა ეს ყველასთვის. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე. როგორც ვიცით, თოფი მოიპარეს ბავშვებმა და ერთ-ერთს გაუვარდა იარაღი. გეგის არტერიაში მოხვდა. სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს” – ამბობენ ადგილობრივები.
წყარო: ინფო იმერეთი



