
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. სოფელ ჩუმლაყთან ერთმანეთს “მერსედესისა” და “ფიატის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.



