16 წლის ბიჭი ხიდიდან გადავარდა, ქვეშ მყოფ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და იქვე დაიღუპა! – სად დატრიალდა ტრაგედია და რას მოჰყვა უმძიმესი შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

16 წლის ბიჭი ხიდიდან გადავარდა, ქვეშ მყოფ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და იქვე დაიღუპა! – სად დატრიალდა ტრაგედია და რას მოჰყვა უმძიმესი შემთხვევა?

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის ბიჭია.

მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ბათუმელები

Back to top button