ახალი ამბები

4 შვილის მამა 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი გარდაიცვალა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრი, მიშა ზაალიშვილი, ყაზახეთში წლების განმავლობაში, მამასთან ერთად, ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ მამაკაცის მოულოდნელი გარდაცვალება ზაალიშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ.

მიშა ზაალიშვილის ცხედარი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ კისისხევში უკვე ჩამოასვენეს.

გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

Back to top button