
47 წლის ასაკში მხატვარი და გერმანისტი, ფიქრია [ტოტოშკა] მუსერიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია ფიქრია მუსერიძის მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
გარდაცვლილ მხატვარს მეგობრები და ახლობლები საჯაროდ ემშვიდობებიან, მის შესახებ სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ და „ფეისბუკში“ ემოციურ პოსტებს უძღვნიან.
„ალბათ, ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენმა ტოტოშკამ დაგვიტოვა.
მსგავსი – სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი – მე არ მინახავს.
ბრწყინვალე შვიდეულის კვირას უფალს მიეახლა და ჩვენს მფარველ ანგელოზად გარდაისახა. უფალს ებარებოდე, ჩემო ანგელოზო“, – წერს ნინო კაციტაძე.



