სასტიკ ჩხუბში 4 ადამიანი მონაწილეობდა და ოთხივემ ერთმანეთი დაჭრა, ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი 3 საავამყოფოში გადაიყვანეს – სად მოხდა დაუნდობელი ანგარიშსწორება? – geonewest.com
ახალი ამბები

სასტიკ ჩხუბში 4 ადამიანი მონაწილეობდა და ოთხივემ ერთმანეთი დაჭრა, ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი 3 საავამყოფოში გადაიყვანეს – სად მოხდა დაუნდობელი ანგარიშსწორება?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 4 პირს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი ოთხი­ვე მათ­გან­მა მი­ი­ღო.

უწყე­ბის ცნო­ბით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე პირი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამას­თან, გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ზ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, გვი­ან ღა­მით, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 4 პირს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი ოთხი­ვე მათ­გან­მა მი­ი­ღო. ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი – 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე პირი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გ.ბ.-ს სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ლ.ზ.-მ. მი­ა­ყე­ნა. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.ზ. შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის დად­გე­ნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button