
რუსთავში მამაკაცი ხიდიდან გადახტა. 50 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებენ. საინფორაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მამაკაცი მდინარე მტკვარში დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდიდან გადახტა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ინფო რუსთავი



