ახალი ამბები

(ვიდეო) ვრცელდება გორში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა

ვრცელდება გორში მომხდარი ტრაგედიის ვიდეო, სადაც დედა-შვილის გზაზე გადასვლის და დაჯახების მომენტია ასახული.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დედა-შვი­ლი ემსხვერ­პლა, და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს მოხ­და. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

Back to top button