
ტრაგედია ბათუმში – მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.
ლიზა მოისწრაფიშვილს 11 წლის ქალიშვილი დარჩა.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
“ლიზა, უფალმა მიიბარა ჩვენი უსაყვარლესი და ულამაზესი გოგოს სული. პანაშვიდი პარასკევს, 14 აგვისტოს, 17:00 სთ, გამოსვენება შაბათს, 15 აგვისტოს, 15:00სთ. მის.: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა (ყოფილი საბჭოს ქუჩა) 19, დაკრძალვა ფერიის სასაფლაოზე,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავიაააა”;
„გამეგლიჯა გული, ჩვენი ულამაზესი ლიზიკო;“ – წერენ ახლობლები.
წყარო: palitravideo. ge



