
თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიმონ ხეჩასშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ:
“ღმერთო, გამძლეობა მოგვეცი…”
ეს არ გამეგო და სხვა ყველაფერი. მართლა რომ საოცარი ადამიანი იყავი სიმონ. გამძლეობა დაო, არ ვიცი რით განუგეშო. ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ოჯახისა და სამეგობროსი…”
ძმა არ მყავდა, მაგრამ შენ მყავდი. აღარც შენ მყავხარ. მართლაც, ყველაზე კარგები სჭირდება თურმე ღმერთს. შენნაირი ადამიანები არ არსებობენ. საუკეთესო ნათლია დაკარგა ჩემმა შვილმა… ერთხელ კიდე გნახავ და ჩაგეხუტებ…”
ძალიან დამენანე სიმონ, თვალიდან ცრემლი არ მშორდება. რატომ გაგწირა ღმერთმა ასეთი კარგი ადამიანი. დასანანიხარ მიწისთვის…”
ვაიმე, ვერ ვიჯერებ, ეს რა გავიგე, ღმერთმა განათლოს მისი კეთილი სული…”
ცნობისთვის, ავარია ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მრავლობითი დაზიანებები – ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
წყარო: palitravideo .ge



