
სურეისა და ოქსფორდის ბრიტანული უნივერსიტეტების მეცნიერთა კვლევა მოიცავდა დაახლოებით 40 ათასი ადამიანის დიაგნოზიდან მიღებულ მონაცემებს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, პანკრეასის კიბოს პირველი ნიშნები, დაავადების გამოვლენამდე დაახლოებით ორი წლით ადრე ჩნდება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია წონის უეცარი კლება, ყოველგვარი ძალისხმევისა და მიზეზის გარეშე, ასევე სისხლში შაქრის მომატება დიაბეტის არარსებობის შემთხვევაში.
პანკრეასის კიბო ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა, რადგან მისი მკურნალობა რთულია. სირთულე ის არის, რომ პანკრეასი გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ ინსულინის კონტროლზეც. გარდა ამისა, ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტიკა რთულია.



