
„ეს ადამიანი [ახალი მოწმე] ექსკურსიის მონაწილე არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევ გაუჩინარდა“, – ამის შესახებ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული
გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, გურამ დადიანიძის ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას გამოჰკითხავენ.
„[ახალი მოწმე] ეს ადამიანი ექსკურსიის მონაწილე, როგორც ასეთი, არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას, მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ – და ეს ჩვენთვის გაუგებარია – თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევ
გაუჩინარდა.
ბუნებრივია, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი გამოძიებას მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად დაიბარებენ და გამოკითხავენ… ვიცით, რომ გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მეზობელია, იმედი გვაქვს, რომ ეს მოწმე გამოიკითხება“, –
განუცხადა ადვოკატმა ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“.



