5 რამ, რისი გაკეთებაც, ჭამის შემდეგ, კატეგორიულად არ შეიძლება
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მოდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წლების წინ შემოვიდა და რაც დრო გადის, მას სულ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს: პატარა ულუფები, უარის თქმა შაქარზე და გაზიან სასმელებზე, არჩევანის გაკეთება მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებზე… მაგრამ, მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, თუ რას ვჭამთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვიქცევით, საკვების მიღების შემდეგ.
როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს და ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ზოგისთვის, ამ ჩვევების შედეგი, შეიძლება ჯანმრთელობის მცირეოდენი დარღვევები იყოს. ხოლო, სხვებისთვის — სერიოზული დაავადება…
იმისთვის, რომ ექიმებთან სიარული არ დაგვჭირდეს, დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უარი ვთქვათ ისეთ ჩვევებზე, როგორებიცაა ჭამის შემდეგ, შხაპის მიღება, საჭმელზე ჩაის დაყოლება, დაძინება ან ჩათვლემა, ვარჯიში და სიგარეტის მოწევა.
შხაპის მიღება
საკვების ნორმალურად მონელების გარანტი, კუჭში სისხლის კარგი მიმოქცევაა. თუ ტრაპეზის შემდეგ, აბაზანაში შეხვალთ, კიდურებში სისხლის მიმოქცევა რამდენჯერმე გაიზრდება და საჭმლის მონელება შენელდება. ყოველივე ამის შედეგი — შეიძლება, კუჭის არეში ტკივილი შეიგრძნოთ.
ჩაი
ბევრი ადამიანისთვის ტრაპეზი ჩაით და ტკბილეულით მთავრდება, განსაკუთრებით, ვახშამი. ჩაი ტანინის მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმის მიერ საკვებიდან რკინის ათვისების უნარს 87 % ამცირებს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, საერთო სისუსტეს, გულ-მკერდის არეში ტკივილს, ანემიას, თავბრუს და ასევე, ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.
მოზრდილებს შეუძლიათ, საკვების მიღების შემდეგ, ფინჯანი ყავა მიირთვან, რომელიც, პირიქით, უზმოზე რეკომენდებული არ არის*.
დაძინება
უძილობა და მუცლის შებერილობა — არის შედეგი, რომელსაც ის ადამიანები განიცდიან, რომლებიც სუფრიდან ადგომის შემდეგ, გეზს პირდაპირ თბილი საწოლისკენ იღებენ. ბოლო კვლევების თანახმად, ვინც ვახშმის შემდეგ, 2 თაათი მაინც ფხიზლობს, ინსულტის არ უნდა ეშინოდეს.
ფიზიკური ვარჯიში (დატვირთვა)
საკვების მიღების შემდეგ, ორგანიზმის მთელი ძალისხმევა საჭმლის გადამუშავებაზეა მიმართული. თუ ასეთ დროს, მას ფიზიკურად დატვირთავთ, სტრესში ჩავარდება და მონელების პროცესი დაირღვევა… და კიდევ — ძალიან აქტიური მოძრაობის შემთხვევაში, კუჭიც ზიანდება.
მოწევა
თქვენ შესაძლებელია იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სუფრასთან ეწევიან, ან იქნებ თავადაც ამ ჯგუფს ეკუთვნით. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. მოწევა ისედაც მავნე ჩვევაა და ამის გაკეთება სადილის ან ვახშმის შემდეგ, ორგანიზმს კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს.
ნიკოტინი ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას ორგანიზმში. ხოლო ჟანგბადი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვების მონელების პროცესში. მისი მოცულობის შემცირების შემთხვევაში, ორგანიზმი იმაზე მეტ კანცეროგენურ ნივთიერებას იწოვს, ვიდრე ჩვეულებრივ.
საკვების მიღების შემდეგ, 1 სიგარეტის მოწევა, — ზედიზედ 10 სიგარეტის მოწევის ტოლფასია და ამის გამო, რამდენჯერმე იზრდება ნაწლავის ან ფილტვის კიბოს გაჩენის რისკი.
* ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საუზმემდე ყავისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შორეულ პერსპექტივაში, უზმოზე ყავის მოხმარებამ, შეიძლება, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.
ბრიტანეთის კვების, ფიზიკური ვარჯიშის და მეტაბოლიზმის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, ყავის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგის გასარკვევად, არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 29 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები მათ 2 ჯგუფად გაყვეს. I ჯგუფში გაერთიანებულებს, გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ, მაგარ შავ ყავას სთავაზობდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ტკბილ სასმელს ასმევდნენ, რომელიც კალორიულობით, ტიპიურ საუზმეს უტოლდებოდა. II ჯგუფში კი, ექსპერიმენტის მონაწილეებს, გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ, იგივე ტკბილ სასმელს სთავაზობდნენ.