ჩემს საძინებელში ცოლები დადგენილი გრაფიკით შემოდიან – რას ამბობს კაცი, რომელსაც 8 ცოლი ჰყავს ?
ტაილანდელი მამაკაცი, რომელსაც რვა ცოლი ჰყავს, მსოფლიოს ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლოს უმხელს. ის ქორწინებაზე საკუთარ შეხედულებებზეც საუბრობს
ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
ონგ დამ სოროტი მხატვარი და სვირინგების სპეციალისტია. ის პირველ ცოლს მეგობრის ქორწილში შეხვდა. მან ქალს ხელი მალევე სთხოვა და ისინი დაქორწინდნენ.
მალევე ის კიდევ ერთ მომხიბვლელ ქალს შეხვდა და მისი გაცნობა მოუნდა. მალევე ტაილანდელ მამაკაცს, ახალი ნაცნობის ცოლად მოყვანა მოუნდა და ეს საკითხი პირველ ცოლთან განიხილა, პირველი ცოლი იმ პირობით დათანხმდა, რომ ახალ ნაცნობს სახლში მიიყვანდა მის გასაცნობად. შედეგად ქალებს ერთმანეთი მოეწონათ და მხატვარმა კიდევ ერთი ქორწილი გადაიხადა.
მესამე ცოლი საავადმყოფოში გაიცნო. სადაც სამი, იქაც ექვსიო იფიქრა ტაილანდელმა და კიდევ სამი ცოლი მოიყვანა, ეს უკანასკნელები ინტერნეტის საშუალებით აღმოაჩინა – Facebook-ზე, Tiktok-სა და Instagram-ზე. მეშვიდე ცოლს ტაძარში შეხვდა, მერვე კი ოთხ ცოლთან ერთად შვებულების გატარებისას გაიცნო. კაცს ერთი შვილი ჰყავს პირველი ცოლისგან და კიდევ ორი ცოლი ფეხმძიმედაა.
ცოლები ოთხ ოთახში ცხოვრობენ, ორნი თითო ოთახში. მათ ქმრის საძინებელში დროის გატარების გრაფიკი აქვთ, რომელიც მათ ერთად შეადგინეს.