“ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი,ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს..” – ნახეთ რას ამბობს ოთარ კუშანაშვილი კვარაცხელიას შესახებ
რუსეთში მოღვაწე ქართველი შოუმენი ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დაოჯახებას შეცდომას უწოდებს.
აღნიშნულის შესახებ მან რუსულ გამოცემასთან Sport24.ru-სთან ისაუბრა.
” ახლახან ვნახე ხვიჩას ცოლი – დამთავრდა ეს ბიჭი. ძალიან ადრე დაქორწინდა. დავინახე ხვიჩის ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში). მგონი ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ. სახეზე ეწერა – ნახვამდის, ჩეკის წიგნაკო.
ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ, შეგაფურთხებს ზურგში, მერე მობრუნდება სახლში, გადაითვლის ფულს და გაიფიქრებს, რაღაც მაინც ვიხეირე ამ კაცისგან. პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა“, – განაცხადა კუშანაშვილმა.