
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შძლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მარნეული.ნიუს” ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
წყარო: resonancedaily. com



