“მთელი უბანი გლოვობს, საოცრად თბილი ადამიანი მოგვიკლეს… მაკა და შურა მეგობრები იყვნენ” – რას ჰყვებიან ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპულებზე
ქუთაისში 15 თებერვლის ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეითად მოსიარულებს ავტომობილები დაეჯახათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებს გოგოები მართავდნენ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომ საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, ერთს ქალი მართავდა, მეორეს კი მამაკაცი.
ორი ქალბატონი “ზებრაზე” გადადიოდა, რა დროსაც სწრაფად მომავალმა მძღოლმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, მამაკაცი დააკავა.
გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლები არიან. დაღუპულია 65 წლის შურა ხურციძე და 44 წლის მაკა ქურდაძე.
“საშინელება ხდება, მთელი უბანი გლოვობს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასეთი ავარია არ უნახავთ, ყველა შოკშია. “ზებრაზე” გადადიოდნენ, როცა ეს ამბავი მოხდა. სიტყვებს ვერ ვპოულობთ ოჯახი, საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი მოგვიკლეს, 2 შვილი დარჩა, მეზობლები და მეგობრები იყვნენ ერთმანეთის …
ქუთაისში მომხდარ ამბავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ეხმაურება:
“ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა”.
რატომ იყენებ სიტყვა “მკვლელებსო”? რამდენიმე დღის წინ შემომეკამათა ერთი და ახლა თქვენ გეკითხებით, ამას რა ქვია მაშინ? უბედური შემთხვევა? პრაქტიკულად ცნობილია ყველა ასეთი ადგილი, სადაც იმართება უკანონო შეჯიბრები, მაინტერესებს შსს-ს რა საგანგებო ზომები აქვს მიღებული?” – წერს მესხიშვილი.
წყარო – ambebi.ge