დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა – დაღუპულია 2 ადამიანი!
დღეს, 2 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე პირი გარდაიცვალა. “სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა, ოთხი კი დაშავებული. დაშავებულთაგან ორს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა. დანარჩენი ორი პირის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად კატასტროფის ჯგუფები იყო გამოძახებული, რადგან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, მეორის კი სტაბილურად მძიმე.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მე–8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წყარო: resonancedaily. com