მძღოლმა გზაზე უსულოდ მწოლიარე ქალი გადაარჩინა – როცა საავამყოფოში მისი დოკუმენტები ნახა, გაოგნდა
ანდრო სატვირთოს მძღოლად მუშაობდა და ყოველთვის იმაზე მეტ შეკვეთას იღებდა, ვიდრე მისი კოლეგები, რადგან სახლში პატარა ქალიშვილი ელოდა, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ საჭირო თანხის აგროვებას ოჯახი ვერ ახერხებდა.
პატარა კატოს ავადმყოფობის შესახებ გოგონას დაბადებისთანავე შეიტყვეს. ავადმყოფობის გამო, ბავშვს კისტები უჩნდებოდა და მხოლოდ ძვირადღირებულ ოპერაციას შეეძლო მისი გადარჩენა.
ანდრომ და მისმა ცოლმა ექიმს უთხრეს, რომ საჭირო თანხას შეაგროვებდნენ, თუმცა, მათ დიდი დრო აღარ რჩებოდათ. როგორც მაგ ექიმმა აუხსნა, როდესაც ბავშვს 3 წელი შეუსრულდებოდა, სიტუაცია შეიძლება აღარც გამოსწორებულიყო.
ოჯახს ასეთი დიდი თანხის შოვნა არ შეეძლო და ერთადერთი გამოსავალი ფულის შეგროვება იყო. მათ წელიწადნახევარი მოანდომეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნახევრის შეგროვებას.
დრო კიდევ რჩებოდა და ანდრო გამუდმებით სამსახურში იყო. იმ დღეს, ის სამსახურიდან ბრუნდებოდა. ზამთარი იყო, გზა მოყინულიყო და ირგვლივ ძალიან დაბალი ხილვადობა იყო.
კაცმა სიჩქარეს მკვეთრად მოუკლო და ახლომდებარე დასახლებისკენ მიდიოდა. ის უკვე ხედავდა შორიდან ქალაქოს შუქებს. ხოლო ფანრები მხოლოდ რამდენიმე მეტრზე ანათებდა გზას.