საზოგადოება
(ფოტოები) „ტკბილი სახლი“ – რეზი არველაძე უსაყვარლეს შვილიშვილთან ერთად
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, სადაც ბედნიერი ბებია-ბაბუა რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე, შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ.
უსაყვარლესი სოფიას დაბადება თეონას და რეზის უამრავმა ადამიანმა მიულოცა.
ამჯერად სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ დახვდნენ სახლში ახალშობილს, რომელმაც არველაძეების ოჯახს უდიდესი ბედნიერება მოუტანა.