“ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა…” – კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით
ბათუმში 31 წლის ქალის საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლინიკა “ბაუ”-ში განცხადება გააკეთეს.
როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალგაზრდა ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან შეიყვანეს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
კლინიკა “ბაუ”-ს ინფორმაციით, ქალის გადარჩენა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.
“31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში “ბაუ”-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – გვითხრეს “ბაუ” -ში.
ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. დაღუპული ქალი მარეხი მაკარაძეა. მას ორი შვილი დარჩა, მათ შორის, ერთი ახალშობილი.
წყარო: resonancedaily .com